პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ადიგენის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ადიგენის ოფისი გახსნა.

პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ცვლილებები გარდაუვალია, “ კოალიცია ცვლილებისთვის” კი საარჩევნო ნომრით 4-ით მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაში.

„26 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვებთ და ცვლილებები გახდება გარდაუვალი. ასეთი დარწმუნებული და იმედიანი არც ერთ არჩევნებზე აქამდე არ ვყოფილვარ.

ამას ბევრი წინაპირობა აქვს. პირველი: ბევრი ადამიანი იქცა ცვლილებების მომხრედ, გაიაზრეს, რომ ხელისუფლება არის შესაცვლელი. მეორე: დასრულდა ორ ტურიანი არჩევნები, რაც სერიოზულად ხელს უწყობდა ივანიშვილის რეჟიმს. პირველად არის რომ სრულად პროპორციულია არჩევნები, ახლა საერთაშორისო მხარდაჭერაც არის ქართველი ხალხისა და მათი ურყევი ნების მხარეს. სექტემბრის ბოლოს ყველა ადამიანი კიდევ უფრო მეტად დარწმუნდება საკუთარ როლში ამ ისტორიული არჩევნების დროს. ამ ცვლილებებში ჩვენი კოალიცია საარჩევნო ნომრით - 4 მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებაში”, - განაცხადა მელიამ.

მათივე ცნობით, „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს