მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე - როგორ ფიქრობთ, ამჯერად დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები პარიზს დუროვის გათავისუფლებას მოსთხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საინტერესოა, გაჩუმდებიან თუ არა დასავლური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 2018 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეეწყვიტა Telegram-ის მუშაობისთვის დაბრკოლებების შექმნა.

„როგორ ფიქრობთ, ამჯერად ისინი პარიზს მიმართავენ და დუროვის გათავისუფლებას მოითხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?“, - წერს ზახაროვა.

მისი თქმით, როდესაც მოსკოვს ჰქონდა პრეტენზიები დუროვის წინააღმდეგ, ის მთელი იმ ხნის განმავლობაში თავისუფალი იყო და განაგრძობდა Telegram-ის განვითარებას.

ამასთან, მისი თქმით, როგორც კი ცნობილი გახდა, საფრანგეთში რუსეთის საელჩო Telegram-ის დამფუძნებლის დაკავების საქმეში ჩაერთო.

„არ არის საჭირო ჩვენს დიპლომატებს შევახსენოთ მათი ფუნქციური პასუხისმგებლობა", - დასძინა ზახაროვამ.

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, დუროვი მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი კერძო თვითმფრინავი ლე ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ “ვერ გადადგა ნაბიჯები Telegram-ის დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება