ირაკლი ფავლენიშვილი - ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული - გპირდებით, 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია და 5 მილიონი ტურისტი

ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა, ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული - გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და 5 მილიონი ტურისტი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს - „ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, თუ აღმშენებლობა“.

„ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ, საუკეთესო საკრუიზო პორტ „როიალ კარიბიან“-ში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს აღმშენებლობასთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან იყო დაკავშირებული, გააჩერა, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა გააჩერა. დღეს ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული, არადა, ბათუმი ცნობილი იყო განვითარების სწრაფი ტემპით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებათ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 5 მილიონი ტურისტი შემოვა - სწორედ ამ საკრუიზო პორტს უნდა შემოეყვანა მაღალბიუჯეტიანი ტურისტები არამხოლოდ ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აქ დახარჯავდნენ ფულს. მხოლოდ ამ საკრუიზო პორტის მეშვეობით ასობით ათასი ტურისტი ერთ სეზონზე რეგიონს ესტუმრებოდა. 26 ოქტომბერს არჩევნებია. რა გვსურს ჩვენ? ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, გვსურს მიხეილ სააკაშვილისა და თავისუფალი საქართველოს იდეის ტყვეობა, თუ გვსურს აღმშენებლობა, თუ მოგვენატრა ტემპი, ახალი პორტები, აეროპორტები, ახალი სამუშაო ადგილები? ასე რომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ვირჩევთ „როიალ კარიბიანის“ აშენებას, მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილებს და ვირჩევთ უამრავ ინვესტიციას აჭარაში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა