ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქატიმ ქვეყნის სამხრეთში არსებული ვითარების განსახილველად მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ლიბანის მეგობარ ქვეყნებთან ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს.

„ვაწარმოებ კონტაქტების სერიას ლიბანის მეგობრებთან ესკალაციის შესაჩერებლად“, - განაცხადა მიქატიმ შეხვედრის დროს.

მან ასევე ხაზი გაუსვა ლიბანის პოზიციას საერთაშორისო ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელმაც, შეიძლება, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100 მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში განლაგებული „ჰეზბოლას“ კუთვნილი სარაკეტო გამშვებების წინააღმდეგ პრევენციული დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე თავდასხმის განხორციელების გეგმების შესახებ შეიტყვეს. „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ 320-ზე მეტი რაკეტა და დრონები გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით კი დაჯგუფებამ თავდასხმის დროს, დაახლოებით, 210 რაკეტა და 20 დრონი გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი შეაჩერეს, ზოგიერთმა კი დაზიანება და ადამიანების დაშავება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბევრი რაკეტა ღია ტერიტორიებზე დაეცა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე