„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ბათუმის ბულვარში მოსახლეობას ხვდებიან და საინფორმაციო ბროშურებს ურიგებენ

როგორც იყო ბათუმი აღმშენებლობის სიმბოლო, ისეთივე იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ - არ იქნება ჭაობი და კორუფციის ბუდე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ააშენებენ საკრუიზო პორტს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და მოიზიდავენ 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას.

"ჩვენ ვესაუბრებით ბათუმის მოსახლეობას და ვაცნობთ ერთიანი აღმშენებლობის იმ გეგმებს, რომლებიც "ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. როგორც იყო ბათუმი აღმშენებლობის სიმბოლო, ისეთივე იქნება 26 ოქტომბრის შემდეგ - არ იქნება ჭაობი და კორუფციის ბუდე. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ საკრუიზო პორტსაც, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც, მოვიზიდავთ 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას და შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, რომლებიც აქ დახარჯავენ ფულს. ეს ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება",- აღნიშნა ფავლენიშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ედიშერ ჟღენტის განცხადებით, 26 ოქტომბრიდან აჭარა დაუბრუნდება იმ ტემპს, რაც 2012 წლამდე ჰქონდა.

„ისეთი პროექტები, როგორიც არის გაჩერებული გოდერძის უღელტეხილი, საკრუიზო პორტი და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცილებლად განხორციელდება",- აღნიშნა ედიშერ ჟღენტმა.

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერები ბათუმის ბულვარში მოსახლეობას შეხვდნენ და აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრნენ, ამავე დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნი და საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს, სადაც საინვესტიციო ფონდის შევსებაზე, ტურისტთა ნაკადის გაზრდასა და ზოგადად, სამომავლო გეგმებზეა საუბარი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს