„ჰეზბოლას“ ლიდერი ისრაელზე თავდასხმაზე - დრონებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს, მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს მიზნებს

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, ისრაელზე მათი შეტევა გეგმის მიხედვით დასრულდა და დიდი არეულობა გამოიწვია.

მისი მტკიცებით, თავდასხმამ ისრაელში დიდი შეფერხებები გამოიწვია.

ჰასან ნასრალამ განმარტა, რომ ოპერაცია ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ რიგში 320-ზე მეტი „კატიუშას“ რაკეტა 11 სხვადასხვა სამხედრო ობიექტს ესროლეს, შემდეგ კი ისრაელის ცენტრის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვეს. ნასრალას მტკიცებით, ოპერაციის სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა და არა სამოქალაქოს.

„ჰეზბოლას“ ლიდერის განცხადებით, მათი ორი ძირითადი სამიზნე იყო გლილოტი და კიდევ ერთი სამხედრო ობიექტი.

”ჩვენი დაზვერვის თანახმად, დრონებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს. მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს მიზნებს“, - აღნიშნა ჰასან ნასრალმა.

მისი მტკიცებით, ისრაელის თავდაცვის ძალები თავდასხმის შედეგად მიყენებულ ფაქტობრივ ზარალს მალავს და რომ გააგრძელებენ ვითარებისთვის თვალყურის დევნებას და დაელოდებიან დადასტურებას, რომ თავდასხმა დამაკმაყოფილებელი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ თავდასხმა ძირითადად ჩაიშალა და რომ თავდასხმის დროს სამხედრო ბაზები არ დაზიანებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს