ირანის საგარეო მინისტრი - ისრაელის მიმართ ჩვენი პასუხი გაზომილი და კარგად გათვლილი იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანთან სატელეფონო საუბარში მან თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო მისი ქვეყნის მიერ დაგეგმილ შურისძიებაზე ისაუბრა.

„ირანის რეაქცია თეირანში ისრაელის ტერორისტულ თავდასხმაზე საბოლოოა და იქნება გაზომილი და კარგად გათვლილი“, - წერს არაღჩი სოციალურ პლატფორმაზე X-ზე.

მისი თქმით, ირანს სიტუაციის ესკალაციის არ ეშინია, თუმცა, ისრაელისგან განსხვავებით, ესკალაცია არ სურს.

სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა ანტონიო ტაიანმაც. მისი თქმით, ირანელ კოლეგას თავშეკავებისა და კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა, რათა რეგიონში სამხედრო მოქმედებების ციკლი შეჩერდეს, რომელიც მხოლოდ უფრო მეტი ტანჯვის რისკს ჰქმნის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს