„სასწავლო წელი იწყება კარფურით“ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.

21 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ — ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

„კარფური“ სასკოლო კამპანიის ფარგლებში, 5-13 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის ხატვის კონკურსს მართავს — „დახატე შენი სკოლა, მოიტანე ნახატი კარფურის ნებისმიერ ფილიალში და მიიღე შანსი მოიგო განსაკუთრებული პრიზები“.

კონკურსის ფარგლებში სულ გამოვლინდება 36 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ სასკოლო ჩანთები, ხოლო პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები მიიღებენ დამატებით პრიზებს: I ადგილი - აიპადი; II ადგილი - ბლუთუზ დინამიკი. ეს ყველაფერი არ არის, ყველასათვის საყვარელი მხატვარი - ზალიკო სულაკაური გამოავლენს საკუთარ რჩეულებს. კონკურსი გაგრძელდება 11 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან 12 სექტემბერს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ კარფურში მისულ მომხმარებლებს, სასკოლო ასორტიმენტის ფართო არჩევანი განსაკუთრებული ფასდაკლებით დახვდებათ - სასკოლო ჩანთები, ლანჩბოქსები, საკანცელარიო ნივთების დიდი არჩევანი და ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ყველა სხვა სასკოლო ინვენტარი თუ ტექნიკა.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის