პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები ახალ კორპუსებში ბინებს მომავალ წელსაც მიიღებენ, რისთვისაც  ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1000-მდე სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული, რათა საცხოვრებელი ფართები კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს.

„ქართულ ჯარზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რაზეც მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო. 1000-ზე მე სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს იმისთვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. მინდა, თავდაცვის მინისტრს ვთხოვო, შემდეგი ეტაპის გეგმა მოამზადოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. რა თქმა უნდა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს