ირაკლი კობახიძე - კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი - ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერეკლე II-ის ძეგლი აღიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა.

მისი თქმით, სათანადო პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ეროვნული და რელიგიური იდენტობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომლებსაც ეროვნული და რელიგიური იდენტობის თვალსაზრისით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. თქვენ იცით, რომ ამ თვალსაზრისით გამორჩეულია ჩვენი ეროვნული გმირი, მეფე ერეკლე მე-II.

მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ეროვნული გმირის პატივის მისაგებად, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერია საპარკინგე სივრცის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, გადავწყვიტეთ, რომ მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, ერეკლე II-ის ძეგლი აღვმართოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს