GCCA - ელექტრონული კომერციის სექტორში მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, საქართველომ სამართლებრივი რეგულირების და ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ავრცელებს.

მათი ცნობით, ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებას, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ხელშეწყობასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ისახავს მიზნად.

„აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, ციფრული ბაზარი დღითიდღე ფართოვდება და ელექტრონულმა კომერციამ ვაჭრობა კიდევ უფრო მოსახერხებელი გახადა. მომხმარებლებისთვის მოვაჭრესთან წვდომის დიაპაზონი გაიზარდა და ონლაინ მოვაჭრეებს საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზების შესაძლებლობა დროში შეუზღუდავად გაუჩნდათ. შესაბამისად, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის შესანარჩუნებლად, საჭირო გახდა პროცესების რეგულირება. შედეგად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ვაჭრობის სექტორში, მომხმარებლის/მომსახურების მიმღების, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარის დაცვას ეფექტიანად უზრუნველყოფს. შესაბამისად, კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიმართოს და საკუთარი უფლებები დაიცვას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ელექტრონული კომერციით სარგებლობა საქართველოში დღითიდღე მზარდია, ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს სააგენტოში მომხმარებელთა მომართვიანობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა განცხადებების 70% სწორედ ონლაინ ვაჭრობას ეხება.

ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიერ მომხმარებლების უფლებების დარღვევის, ან შესაძლო დარღვევის ფაქტის შესახებ GCCA-ის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპელი ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით, ორი წლის განმავლობაში, 70%-დან 85% მდე გაიზარდა.

მომხმარებლის სასარგებლოდ, GCCA-მ პირობითი ვალდებულების შესახებ შეთანხმება გააფორმა შუალედური მომსახურების მიმწოდებელ შემდეგ კომპანიებთან: Glovo, Wolt, Extra.ge, Vendoo.ge, Profy.ge, tkt.ge და biletebi.ge. აღნიშნულ პლატფორმებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაევალათ თავიანთი სავაჭრო პოლიტიკის კანონთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა.

GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.

თუ თვლით, რომ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლება ირღვევა შეგიძლიათ შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge გამოაგზავნოთ. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის