გიული ალასანია - ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ არჩევნებს - დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გავაგრძელებთ შენებას

ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გავაგრძელებთ შენებას, - ამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა, გიული ალასანიამ ბათუმში, შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შენობა, სადაც განათლების ცენტრი უნდა ყოფილიყო, დღეს არის კაზინო.

„რამდენადაც მახსოვს, ბათუმი ჩაფიქრებული იყო, როგორც განათლების ცენტრი. მას შემდეგ წლები გავიდა და დღეს ვხედავთ აქ კაზინოს. მაგონდება, რომ წლების წინ ერთი ამერიკელი ქალბატონი იჯდა და უყურებდა ამ შენობას და ჩემმა მეგობარმა ჰკითხა: „რაო, მოგწონთ?" და მან უპასუხა: „მსგავსი სილამაზის შენობა მე არ მინახავს!“. სამწუხაროა, რომ ახლა ასეთ ცვლილებას ვუყურებთ, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ მომავალს, იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას, ისევ დავდგებით ფეხზე და გავაგრძელებთ შენებას“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება