ანა დოლიძე - „ქართული ოცნებას“ ეზიზღება ძლიერი ქალები

ხელისუფლება ებრძვის ძლიერ ქალებს - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ანა დოლიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის სოციალურ ქსელში აღნიშნავს, მმართველის პარტიის ქალებისადმი ზიზღი კარგად გამოჩნდა ე.წ. დელეგატების წარდგენით, რომელთა შორის არცერთი ქალი არაა.

„ქალის როლი ქართულ ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვამაყობთ ქართველი ქალებით. ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არის პროგრესული ძალა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა. „ქართულ ოცნებას“ ეზიზღება ქალები, „ქართული ოცნება“ ებრძვის ქალებს, „ქართული ოცნება“ ებრძვის ძლიერ ქალებს. ხელისუფლებამ გააუქმა ქალთა კვოტირება, სადაც ევალებოდათ ქალები ჩაესვათ პარტიულ სიებში. მათი ქალებისადმი ზიზღი კარგად გამოჩნდა ე.წ. დელეგატების წარდგენით, რომელთა შორის ქალის ჭაჭანებას ვერ ნახავთ. ჩვენი კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალები ყველგან იყვნენ წარმოდგენილნი“,- წერს ანა დოლიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება