„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ახალგაზრდებს ანაზღაურებად სტაჟირებას და დასაქმებას სთავაზობს

ადგილობრივი ტალანტის განვითარების, ხელშეწყობის, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort - აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დაინტერესებულ პირებს პროგრამა შემდეგ რამეს სთავაზობს: საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას, სწავლების, განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში, Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციების გამოგზავნა 30 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ, ხოლო პროგრამა სექტემბერში დაიწყება. სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

სასწავლო კურსის მანძილზე პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ნავსადგურს და სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობას, კომპანიის ხელმძღვანელობასთან გამართავენ დისკუსიებს, შეასრულებენ გუნდურ თუ ინდივიდუალურ დავალებებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ განივითარონ კონკურენტული უნარ-ჩვევები, გუნდურობის შეგრძნება და უკეთ მოემზადონ შემდგომი კარიერული გამოწვევებისათვის.

ტალანტების მოზიდვისა და განვითარების ანაზღაურებადი პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. კომპანიის ერთერთი სტრატეგიული მიმართულება ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების ხელშეწყობაა. მსგავსი ინიციატივები სამომავლოდაც გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება