კახა კალაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნებისთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაა.

„იცის საზოგადოებამ, რისთვის არის საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭირო. საუბარია, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე. შესაბამისად, როდესაც ეს მოხდება, მნიშვნელოვანია კონსტიტუციური გადაწყობა. ამისთვის, საჭიროა, ხმათა უმრავლესობა. რა ცვლილებებია საჭირო, ამაზე კანონმდებლები დეტალურად მოგვაწვდიან ინფორმაციას. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ იმ დანაშაულზე, რაც 2008 წელს კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის