კახა კალაძე - ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა - სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა

ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა - სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

„ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა. დღეს წყდება ამ ქვეყნის მომავლის საკითხი, გვინდა ომი თუ გვინდა მშვიდობა? თუ მშვიდობა არ იქნება ვერც დახმარებები იქნება, ვერ პროექტები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. საზოგადოებამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გვინდა მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ ის მდგომარეობა გვინდა გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც უკრაინაშია.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი და დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეცდომა იქნება. მომავალი თაობები არ გვაპატიებს ამ შეცდომის დაშვებას და ქვეყანა ათეული წლით შესაძლოა უკან დავხიოთ. სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს