კახა კალაძე ერეკლე მეფის ძეგლის დადგმის იდეაზე - ერეკლე II-მ თავისი ბრძოლისუნარიანობით, ნაბიჯებითა და პრაგმატული პოლიტიკით საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა

ერეკლე II-მ თავისი ბრძოლისუნარიანობით, ნაბიჯებითა და პრაგმატული პოლიტიკით საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე II-ის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ ასევე გაიხსენა, რამდენიმე წლის წინ, ერეკლე II-თან დაკავშირებით, გარკვეული პირების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და აღნიშნა, რომ „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად ყველაფერ ქართულს, ტრადიციებსა თუ ღირებულებებს ებრძვის“.

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ზოგადად ყველაფერ ქართულს, ტრადიციებსა თუ ღირებულებებს ებრძვის. რაც შეეხება ძეგლთან დაკავშირებულ საკითხს, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებსა და ისტორიას. ერეკლე II-მ თავისი ბრძოლისუნარიანობით, გადადგმული ნაბიჯებითა და პრაგმატული პოლიტიკით, საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის ნაწილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება