კახა კალაძე ადამიანის უფლებების ინდექსით საქართველოს წარმატებაზე - ეს არის რეალობა, ქვეყანა ვითარდება, განვაგრძობთ წინსვლას

ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა, - ასე ეხმიანება კახა კალაძე მედიასთან „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11 - წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბევრი მიმართულებით ვითარდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს არის რეალობა. ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესის ტერორი არ ხდება, როგორც წლების განმავლობაში იყო. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ რეალობაზე, გამოწვევები არსებობს, მაგრამ როცა თეთრზე შავს გეუბნებიან, მიუღებელია. მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი როგორ შეიძლება იყოს ცუდი ან არაევროპული. განვაგრძობთ წინსვლას, ხელს შევუწყობთ ბიზნესს სხვადასხვა პროგრამით. ზოგადად, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს