იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი - „ამას ხომ არ მოიტყუებიანო“, დაახლოებით ასეთი რამ

„ქართული ოცნების“ ამოცანაა, საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი, „ამას ხომ არ მოიტყუებიანო“, დაახლოებით ასეთი რამ, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი აზრით, “ოცნების” პროგრამა ემსახურება იმას, რომ დაპირებების არშესრულება იმას დააბრალონ, რომ “ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მისცა”.

„ქართული ოცნების” ამოცანაა საზოგადოებას უთხრას დაუჯერებელი ტყუილი. დაუჯერებელი იმ გაგებით, რომ ხალხმა ვერ დაიჯეროს, რომ ეს ტყუილია. „ამას ხომ არ მოიტყუებიან“ - დაახლოებით ასეთი რამ უნდათ, მაგრამ ყველაფერი მცდარია - თუ “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება გინდოდა და ამისთვის ითხოვ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს გქონდა და “ნაციონალური მოძრაობა” არ გაგისამართლებია; ასევე, საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვ იმისთვის, რომ აფხაზეთი დაიბრუნო. შეგიძლია აფხაზეთი დაიბრუნო და ვინც არ დაგიჭერს მხარს საკონსტიტუციო უმრავლესობით, იმათ დასასჯელად ჩაატარო რიგგარეშე არჩევნები და ყველა ბარიერს მიღმა დარჩება შენ გარდა. ასევე გეების საფრთხის მოსახსნელად - არ ვიცი, საქართველოში ეს საფრთხე სად შეამჩნიეს, მაგრამ თუ დღევანდელი კონსტიტუცია ქართულ საზოგადოებაში გეების მოჭარბების საფრთხეს ქმნის, ეს კონსტიტუციაც მათი მიღებულია, ამიტომ ვერავის დააბრალებენ, კონსენსუსზე წავედით ვინმესთანო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გარდა ამისა, ხვიჩია გამოეხმაურა, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ და მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ შეფასებას, რომ მსგავსი განცხადება მხოლოდ ჩრდილოეთიდან არ კეთდება. ხვიჩიას შეფასებით, ხელისუფლების აღნიშნული არგუმენტი არაა ისეთი, რომ ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს.

„როდესაც არგუმენტად მოგყავს, რომ არა მხოლოდ რუსეთია ჩემს გვერდით, არამედ ჩინეთიც ჩემთანაა, ეს სხვა სტილის არგუმენტია, ვიდრე ისეთი, რომ ნორმალურმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს. ნორმალურ ადამიანს ეუბნები, რუსეთი და ჩინეთი ჩემი არგუმენტის გვერდით არიან და ამაში მხარი დამიჭირეო?! თავიდან ვთვლიდი, რამე ხომ არ დაუშავეს „ქოცებმა“ რუსებს, რომ ისეთი განცხადება გამოაქვეყნეს, რომ “ქართული ოცნებისთვის” მომგებიანი არ იყო, მაგრამ მერე თვითონ რომ დაეთანხმნენ ამას, უცნაურია, რადგან ეს მათ სასარგებლოდ არ უნდა მუშაობდეს ამ საზოგადოებაში“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ