რუსტემ უმეროვი - უკრაინა  დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთისთვის პასუხს ამზადებს

უკრაინა ამზადებს პასუხს რუსეთისთვის ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელ მასიურ დაბომბვასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა Facebook-ზე განაცხადა.

„რუსეთმა კვლავ დაარტყა ჩვენს ქალაქებს, დაშავდნენ მშვიდობიანი ადამიანები, დაინგრა სახლები, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა მინისტრმა.

უმეროვის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები და მტრის სამხედრო ობიექტებზე დარტყმაზე შეზღუდვების მოხსნა.

„უკრაინა ამზადებს პასუხებს“, - აღნიშნა უმეროვმა.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსების მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს