ცესკო პარტიების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების პოტენციურ წარმომადგენლებთან და დამკვირვებელი ორგანიზაციების პოტენციურ დამკვირვებლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ.

გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში მოხდება საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება, ცესკოს წარმომადგენლები მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც უშუალოდ აპარატების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცედურების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას. ჩატარდება კენჭისყრის იმიტაციაც, რაც მოიცავს მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებას.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე დასვან შეკითხვები და მიიღონ კომპეტენტური პასუხები.

აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციამ იმ 30 პარტიას შესთავაზა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რიგითი ნომრები მიენიჭათ. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში ცესკომ სასწავლო - საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.

30 პარტიიდან სასწავლო საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 9, ხოლო 21 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 6-მა გამოთქვა.

შეხვედრების განხორციელება სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის