ქუთაისის მერია - ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგი გრძელდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგი გრძელდება.

როგორც ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე ობიექტზე იმყოფებოდნენ, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის რგპფ-დან 2 198 776 ლარია გამოყოფილი. პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარით დაფარვას, ტროტუარების, სანიაღვრე არხების, განათებისა და გამწვანების მოწყობას, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

დაწყებულია რუსთაველის გამზირის N95-97-99 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. შენობაზე მთლიანად შეიცვლება კარ-ფანჯარა და განახლდება ფასადი. პროექტის ღირებულებაა 941 329 ლარი.

ახალი რეკრეაციული სივრცეები ეწყობა მაისურაძის და თაბუკაშვილის ქუჩებზე. სკვერებში გათვალისწინებულია საბავშვო-გასართობი სივრცეები, გაზონები, სასეირნო ბილიკები და საპარკო ინფრასტრუქტურა.

„ქუთაისში ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება: კეთდება გზები, წესრიგდება ფასადები, იქმნება ახალი რეკრეაციული სივრცეები. დღეს, მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე ობიექტზე ვიმყოფებოდით, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახალი სკვერები კეთდება მაისურაძისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე, თანამედროვე კონცეფციით და სხვადასხვა ასაკის ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით.

გასულ წელს დავიწყეთ და გრძელდება ფასადების მოწესრიგება ქალაქის მთავარ გამზირზე- რუსთაველზე. ეს ქუჩა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია და მალე აქ თითქმის ყველა კორპუსი განახლებული ფასადით გვექნება, რაც სრულიად ახალ იერ-სახეს შესძენს გამზირს.

დაწყებული გვაქვს კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მალე ეს ქუჩაც კომფორტული იქნება გადასაადგილებლად როგორც ავტოტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითებისთვის.

ყველა ეს პროექტი რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება