თსუ-ს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი შეფასებით - სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ პროფესორ- მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს