პირველ სექტემბრამდე „პალიტრა L-ის“ აპლიკაციაში აუდიო წიგნების მოსმენა უფასოდაა შესაძლებელი

პირველ სექტემბრამდე „პალიტრა L-ის“ აპლიკაციის რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის აუდიოწიგნების მოსმენა უფასო იქნება. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრაციას გაივლის, სასურველი რაოდენობის წიგნებს უფასოდ მოუსმენს. პირველი სექტემბრიდან კი სტანდარტული მომსახურების მიღებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მულტიფუნქციური აპლიკაცია, რომელიც სულ ახლახან შეიქმნა, ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე.

აპლიკაციის შექმნის მიზანი ფართო საზოგადოებისთვის როგორც წიგნის შერჩევა/შეძენის, ისე კითხვის პროცესის გამარტივებაა. ერთ სივრცეში აუდიო, ელექტრო და ფიზიკური წიგნებია ინტეგრირებული. მომხმარებლებს აპლიკაციაში არა მხოლოდ შეძენა, არამედ მოსმენაც შეუძლიათ. აპლიკაციაში გენერირებული ბიბლიოთეკა კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი, რაც მომხმარებლისთვის სასურველი წიგნის მოძებნის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. მათ შორის კი არის საბავშვო და მოზარდებისთვის შექმნილი ლიტერატურაც.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ეტაპობრივად აპლიკაციას ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მას უფრო მრავალფეროვანსა და მომხმარებელზე მორგებულს გახდის. ამ ეტაპზე მუშაობა მიდის პლატფორმაზე ელექტრონული წიგნების ინტეგრაციაზე. ოქტომბრიდან მომხმარებლები წიგნების წაკითხვას აპლიკაციაშივე შეძლებენ.

გამომცემლობა „პალიტრა L“ 2005 წელს დაარსდა და ძალიან მალე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება