ჯონ კირბი - უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ

უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ჯონ კირბი დღეს, რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასიურ თავდასხმას გამოეხმაურა.

„ჩვენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და მცდელობას, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად უკრაინელი ხალხი წყვდიადმა მოიცვას, მკაცრად ვგმობთ. უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით, 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას გავაგრძელებთ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩათვლით, რომლებიც უკრაინის ამ თავდასხმებისგან დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ისინი ყოველდღე სჭირდებათ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ, დღეს, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს. სულ, რუსულმა ძალებმა 127 რაკეტა და 109 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 102 რაკეტა და 99 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს