გიგი წერეთელი - ისევე უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს - ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება

ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს. ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ვასო გოძიაშვილის პარკში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას გადასაწყვეტი აქვს მთავარი და სასიცოცხლო ამოცანა, შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყანა არჩევნების შემდეგ მიაღწიოს კეთილდღეობას ევროპაში.

„მივესალმები საზოგადოებას, რომელმაც ორი თვის შემდეგ უნდა მიიღოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის, შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყანა, არჩევნების შემდეგ მიაღწიოს კეთილდღეობას ევროპაში. ევროპასთან, დასავლეთთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად იცხოვროს დაცულ გარემოში, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ძალიან დიდი პერსპექტივა, იყოს ინვესტიციები, სამუშაო ადგილები მაღალი ანაზღაურებით, ღირსეული სიბერე ასაკოვანი ადამიანებისთვის, სამოქალაქო თანხმობა და პირობები შეიქმნას ქვეყნის გამთლიანებისთვის და გაერთიანებისთვის.

და რას ვისმენთ ჩვენ ხელისუფლებისგან, რა დევს სასწორის მეორე პინაზე: რომ ჩვენ აღარ გვეყოლება სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად გვიცხადებენ, რომ იქნება ავტორიტარიზმი, პრაქტიკულად დიქტატურა, რაც არის საფუძველი იმისა, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა აღმოჩნდება იზოლაციაში, იზოლაცია კი მოიტანს რეგრესს, ქვეყნის დაცემასა და სახელმწიფოებრიობის დაკნინებას, ყველაზე დიდ გასაჭირსა და სიღატაკეს.

სწორედ ეს არის გადასაწყვეტი, ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთიანობა არის მთავარი - სწორედ ამ სულისკვეთებით შემოუერთდა „ევროპული საქართველო“ კოალიცია „ერთიანობას“ და მე დარწმუნებული ვარ, ისევე უნდა გაერთიანდეს მთელი ჩვენი საზოგადოება, როგორც პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება დღეს. ეს იქნება წარმატების მთავარი წინაპირობა და ის გამარჯვება, რომელიც იქნება ოქტომბერში, იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის გამარჯვება”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის