„ფრანს-პრესი“ - ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მემარცხენეების კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელისეის სასახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა და ხვალ, 27 აგვისტოს პარტიებთან ახალ კონსულტაციებს დაიწყებს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, „ინსტიტუციური სტაბილურობის“ სახელით „ახალი სახალხო ფრონტის“ პრემიერ-მინისტრის დანიშვნას გამორიცხავს.

„ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა არ იყოს ბლოკირებული ან დასუსტებული. მმართველმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დაივიწყონ ის გამონაკლისი გარემოებები, რომლითაც მათი დეპუტატები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მემარცხენე ბლოკს „სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია მეორე ადგილზე გავიდა, ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ კი - მესამეზე. ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა არცერთ პარტიულ ჯგუფს არ აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება