ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე პასუხს ვამზადებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან ­შეხვედრაზე უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის პასუხი განიხილა.

„დღე დავიწყე ხანგრძლივი საუბრით მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან: ვისაუბრეთ ამ სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაზე, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენს პასუხზე, რომელსაც ვამზადებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე ისაუბრეს F-16 ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციაზე.

„ვაგრძელებთ ჩვენს ქმედებებს გარკვეულ ტერიტორიებზე ზუსტად ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება. ამ დღეებში გვაქვს მეტი კონტროლი, გაცვლითი ფონდის მორიგი შევსება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს სიტუაცია სხვა ფრონტებზეც, მათ შორის პოკროვსკის მიმართულებაზე, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გარდა ამისა, უკრაინის ლიდერის თქმით, მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს