რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით დაარტყა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას ღამით ათობით ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, დილით კი ქვეყნის ტერიტორიაზე ბალისტიკური და „ჰიპერბგერითი“ რაკეტები გაუშვეს.

იყო ცნობები ხმელნიცკის ოლქში აფეთქებების შესახებ, ასევე ცნობილია, რომ კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, დასავლეთ რეგიონებს კი - ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტებით.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედეროვის განცხადებით, მტერმა ოლქზე დრონების გამოყენებით შვიდი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. მისივე თქმით, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა კერძო სახლები დააზიანა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი