იაპონიის მთავრობა - ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ იაპონიის საჰაერო სივრცის დარღვევა ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას

იაპონიამ ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ მისი საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დაგმო.

„ჩინური სამხედრო თვითმფრინავების მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა არა მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა, იოშიმასა ჰაიაშიმ.

მისი თქმით, ეს არის ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავის პირველი დადასტურებული შეჭრა იაპონიის საჰაერო სივრცეში.

„თავს ვიკავებთ გავცეთ ცალსახა პასუხი ჩინური თვითმფრინავის მოქმედების მიზანთან დაკავშირებით, თუმცა, ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო მოქმედებები იაპონიის მახლობლად ფართოვდება და უფრო აქტიური ხდება. მთავრობა გააგრძელებს ჩინეთის სამხედრო აქტივობებზე ყურადღები დაკვირვებას და მიიღებს ყველა შესაძლო ზომას სიფხიზლისა და საჰაერო სივრცის დარღვევის საწინააღმდეგო ზომების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა.

მომხდართან დაკავშირებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მასატაკა ოკანომ, ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი უწყებაში დაიბარა, პროტესტი გადასცა და მოითხოვა ზომების მიღება მსგავსი ფაქტის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი