რუსეთის დუმის სპიკერი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„იმ მცირერიცხოვან და ამავდროულად უმსხვილეს ინტერნეტ პლატფორმებს შორის „ტელეგრამი“ ერთ-ერთია, რომლებზეც აშშ-ის არანაირი გავლენა არ აქვს. ამავდროულად, ის ბევრ ისეთ ქვეყანაში მოქმედებს, რომლებიც მათთვის საინტერესოა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენისთვის „ტელეგრამზე“ კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია“, - წერს ვოლოდინი„ ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი საფრანგეთის პოლიციამ პარიზის აეროპორტში შაბათს ღამით დააკავა. პლატფორმა „ტელეგრამმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პაველ დუროვს დასამალი არაფერი აქვს და კომპანიის საქმიანობა ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, დუროვის დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და მისი დაკავება მიმდინარე სასამართლო გამოძიების ფარგლებში მოხდა. პარიზის პროკურატურის ცნობით, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი კიბერდანაშაულის საქმეზე დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს