თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრებმა გზატკეცილი გადაკეტეს და აცხადებენ, რომ „ნეთანიაჰუ მძევლებს მარხავს“

მძევლების ოჯახების წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა თელ-ავივში აიალონის გზატკეცილი გადაკეტეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მოითხოვენ, მიაღწიოს შეთანხმებას მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: „არ არსებობს უგუნური შეთანხმება, არამედ მხოლოდ მიტოვება“ და „ნეთანიაჰუ მძევლებს მარხავს“.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელი და „ჰამასი“ აწარმოებენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება