ირაკლი ნადირაძე - ხელისუფლებამ ქართული დიპლომატია დაასუსტა და დიპლომატიური სტრუქტურები ჩამოშალა - არჩევნების შემდგომ მთავარი ამოცანა ქართული დიპლომატიის გაძლიერება იქნება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართული დიპლომატია დაასუსტა და დიპლომატიური სტრუქტურები ჩამოშალა, ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მთავარი ამოცანა ქართული დიპლომატიის გაძლიერება იქნება.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანაა არა ქვეყნის ევროინტეგრაცია და გაძლიერება, არამედ ამ ქვეყნის სრული იზოლაცია, რაც კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს და უმუშევრობას გამოიწვევს ამ ქვეყანაში. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ გავაძლიეროთ ქართული დიპლომატია, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, აღვადგინოთ მჭიდრო კავშირები და ურთიერთობები აშშ-თან, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვქონდეს მათთან სავაჭრო ურთიერთობები და ამ ყველაფერმა ჩვენს ხალხს მოუტანოს კეთილდღეობა და ხალხმა იცხოვროს ევროპულად, ღირსეულად, მაღალი შემოსავლებით და აღარ იყოს გაჭირვება, სიღარიბე, რის გამოც უამრავი ადამიანი პერიოდულად ტოვებს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი