უკრაინის საჰაერო თავდაცვა - რუსებმა უკრაინას 10 რაკეტით და 81 დრონით შეუტიეს - უკრაინელებმა 65 სამიზნე ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ სხვადასხვა ტიპის 10 რაკეტით და Shahed-ის ტიპის 81 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეშჩუკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა 5 ფრთოსანი რაკეტა და 60 დრონი გაანადგურეს.

მისი თქმით, ოკუპანტებმა თავდასხმისას გამოიყენეს Х-47М2 ტიპის 3 აერობალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი, ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-კ“, „ხ-101“ ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა, Shahed-ის ტიპის 81 უპილოტო საფრენი აპარატი.

„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ხ-101“ ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა და Shahed-131/136 ტიპის 60 დრონი“, - აღნიშნა ოლეშჩუკმა.

მისი თქმით, საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა ქვეყნის ოლქების უმეტესობაში: კიევის, ხმელნიცკის, რივნეს, ვინიცას, ჩერკასის, ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიგოვის და კიროვოგრადის ოლქებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს