ენტონი ბლინკენი - მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ - პარტნიორობის ერთგული ვრჩებით, მაშინ როცა იგი დემოკრატიული, წარმატებული და უსაფრთხო მომავლისკენ ისწრაფვის

ენტონი ბლინკენი მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, მოლდოვის რესპუბლიკას 33-ე დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. მაისში მოლდოვაში ჩემი ვიზიტის დროს, თქვენმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ძალისხმევას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვან და წინააღმდეგობა გაუწიონ უცხოურ გავლენას იმ აქტორებისგან, რომლებიც მოლდოვის არჩევნებში ჩარევასა და ევროინტეგრაციისკენ გზაზე ხელის შეშლას ცდილობენ.

„ჩვენ მოლდოვის მიერ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის და უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისას გამოჩენილი გულუხვობისთვის მადლობელი ვართ. მოლდოვასთან პარტნიორობის ერთგული ვრჩებით, მაშინ როცა იგი დემოკრატიული, წარმატებული და უსაფრთხო მომავლისკენ ისწრაფვის“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს