ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე - თუ რაიმე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემების შავი ფულია

თუ რაიმე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემების შავი ფულია და ეს ცნობილი „ქოლ ცენტრებით“ დადასტურდა. სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ქართული ხალხის გაყოფასა და დაპირისპირებაზეა მიმართული. ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე , მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს.

„თუ რაიმე გაუმჭვირვალე და შავი ფულია ამ ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული კლანისა და სქემების შავი ფულია და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცნობილი „ქოლ ცენტრებიც“ მათ გამგებლობაშია და სწორედ ასე აფინანსებენ ისინი თავიანთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ქართული ხალხის გაყოფასა და დაპირისპირებაზეა მიმართული. ჩვენი კამპანია არის გამჭვირვალე, მიმართული ქართველი ხალხის პრობლემებზე. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ქართველი ხალხი სწორედ ევროპული კეთილდღეობის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს და არა სიღატაკისა და იზოლაციის სასარგებლოდ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მეგობრები დგანან არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერენ ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არჩევანი არის ევროკავშირისთვის, ეს არჩევანი არის ევროპული კეთილდღეობისთვის საქართველოში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა