ვოლოდიმირ ზელენსკი - სექტემბერში, ჯო ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ და მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც გადავცემ

სექტემბერში, ჯო ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ და მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც გადავცემ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„უკრაინის გამარჯვების გეგმა - არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფრის თქმა შემიძლია. ერთ-ერთი მიმართულება, რომლის ნაწილის უკვე შესრულდა, კურსკის ოლქია. მეორე - მსოფლიო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში უკრაინის სტრატეგიული ადგილია. მესამე - მძლავრი პაკეტია, რომელიც რუსეთს ომის დიპლომატიური გზით დასრულებას აიძულებს. მეოთხე მიმართულება კი ეკონომიკურია. ამ ყველაფერზე დეტალურად არ ვისაუბრებ. გეგმა მზად არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმას ჯო ბაიდენს სექტემბერში, შეხვედრაზე წარუდგენს.

„სამართლიანია, რომ ეს გეგმა ჯერ აშშ-ის პრეზიდენტს წარვუდგინო. აღნიშნული გეგმის წარმატება ამაზეა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა იმას, რაც ამ გეგმაშია. ვფიქრობ, ამ გეგმას მას სექტემბერში, შეხვედრაზე წარვუდგენ. ასევე, ვფიქრობ სამართლიანია, რომ ეს გეგმა როგორც კამალა ჰარისს, ისე დონალდ ტრამპს გადაეცეს, რადგან ჩვენ არ ვიცით ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი და ამ გეგმის შესრულება ნამდვილად მსურს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი