ეკატერინე გალდავა, ეროვნული ბანკის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ეკატერინე გალდავამ, სებ-ის საგადახდო სისტემების, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა თურქეთის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ასევე ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების სექტორში თანამშრომლობა იყო.

უწყების ინფორმაციით, ყურადღება თურქეთის გამოცდილებას დაეთმო, მყისიერი გადახდების სისტემისა და QR კოდების სტანდარტის დანერგვის კუთხით. მხარეები თანხმდებიან, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა ამარტივებს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის დაკავშირებას.

როგორც ეკატერინე გალდავამ აღნიშნა, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას საგადახდო სფეროში როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიწოდებით, ისე ურთიერთთავსებადი სტანდარტების, მათ შორის QR კოდის სტანდარტის შემოღებით.

„ეროვნული ბანკი აქტიურად უწყობს ხელს გადახდის ახალი მეთოდების განვითარებას, რათა მომხმარებლებს მიეცეთ უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის ინოვაციური ალტერნატივა. QR კოდით მყისიერი გადახდები თანამედროვე და კომფორტული გადახდის საშუალებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ სისტემის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მობილური ტელეფონების გამოყენებით მარტივად და სწრაფად გადაიხადონ“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი