WizzAir -სა და Air Baltic-ის საბორტო ჟურნალებში აჭარაზე სტატიები გამოქვეყნდა

WizzAir -სა და Air Baltic-ის საბორტო ჟურნალებში აჭარაზე სტატიები გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატიაში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, მთისა და ზღვის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა და კულტურა.

„აჭარის სარეკლამო სტატიებს ავიაკომპანიების WizzAir -სა და Air Baltic-ის მილიონობით მგზავრი ეცნობა.

„ბათუმი - ევროპის ყველა ტურისტული სეზონის მიმართულება“ ამ სათაურით სტატია საბორტო ჟურნალების ზაფხულის გამოცემებში დაიბეჭდა. სტატია ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის ,,Wizz” ივნისი, ივლისი, აგვისტოს გამოცემებშია განთავსებული. სტატიაში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, მთისა და ზღვის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა და კულტურა.

„ბათუმი ნამდვილი ბუნებრივი საოცრებაა, სადაც შავი ზღვის სუბტროპიკული კლიმატი მაღალი მთების დიდებულ სილამაზეს ხვდება. ზღვისპირა კურორტებისა და მთიანი გარემოს კომბინაცია ბათუმს საინტერესო ადგილად აქცევს ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის,“ - წერია სტატიაში.

კომპანია ,,WizzAir” ფრენებს მსოფლიოს 51 ქვეყნის 190-ზე მეტ ქალაქში ახორციელებს. მის საბორტო ჟურნალს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. რაც შეეხება Air Baltic-ს, ავიაკომპანია 70-ზე მეტ მარშრუტს ახორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. „ქვეყნის უნიკალური ანბანი, კულტურა, ტრადიციები, ქართული ცეკვები და მრავალხმიანი სიმღერა მოგზაურებს სთავაზობს იმოგზაურონ ისტორიასა და ტრადიციებში, რომელიც 2000 წელზე მეტს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, გაინტერესებთ ისტორია, არქიტექტურა, ბუნება, თუ უბრალოდ დასვენება სანაპიროზე, ბათუმს აქვს რაღაც, რაც შეუძლია შესთავაზოს ყველა ტიპის მოგზაურს. მისი დინამიკური ეკონომიკური ზრდის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი კანონმდებლობისა და ლიბერალური საგადასახადო სისტემის გამო, ბათუმი ასევე გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო და ბიზნესის განვითარების მიმართულება,“ - წერია სტატიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საბორტო ჟურნალებში ნოემბრის ბოლომდე გააგრძელებს,“ - ნათქვამია ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან