დავით ხაჯიშვილი - მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და დღესასწაული მოლდოველ მეგობრებს პირადად მივულოცე - საქართველო და მოლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ოქტომბერში

მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და ეს დღესასწაული მოლდოველ მეგობრებს პირადად მივულოცე. საქართველო და მოლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ხაჯიშვილის პოსტშია აღნიშნული, მოლდოვასა და საქართველოს წარსულში ბევრი რამ აქვთ საერთო და ორივე ქვეყანა აუცილებლად შეაბიჯებს ევროპაში.

„დღეს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და პირადად მივულოცე ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ეს დღესასწაული! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს მათთან ყოფნა და ამ დღესასწაულის სიხარულის გაზიარება. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო წარსულში და აუცილებლად ერთად შევაბიჯებთ ევროპაში, ჩვენი ქვეყნების თავისუფალი ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ, საქართველო და მოლდოვა ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ასევე ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში!", - წერს პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ხაჯიშვილი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი