პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთს შეუძლია უკრაინას თავისი „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები გადასცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალ თვითმფრინავებს გადასცემს

პოლონეთს შეუძლია უკრაინას თავისი „მიგ-29“ მრავალფუნქციური გამანადგურებლები გადასცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარ საჰაერო ძალებს ახალი თვითმფრინავებით გააძლიერებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

„პოლონეთის მთავრობამ, როგორც ჩვენმა მთავრობამ, ისე ჩვენი წინამორბედების მთავრობამ, უკრაინას აღჭურვილობის მრავალმილიარდიანი შემოწირულება გაიღო. სულ ეს არის, რისი გაკეთებად შეგვეძლო“, - ციტირებს მედია ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშს.

მინისტრის თქმით, მისი მთავარი პრიორიტეტი პოლონეთის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაა. ქვეყანამ F-35-ები შეუკვეთა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ პირველ მოიერიშეებს 2026 წლამდე ვერ მიიღებს.

„მხოლოდ ახალი თვითმფრინავების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი ძველი თვითმფრინავების, როგორიცაა „მიგ-29“, სხვაგვარად განკარგვა, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, კერძოდ, პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად მისიების შესასრულებლად. მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს წევრ ქვეყნებში დიდია სკეპტიციზმია უკრაინის დასავლეთ რეგიონებში რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების საკითხთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს