რუსეთის როსტოვის ოლქში ორი ნავთობბაზა იწვის

რუსეთის როსტოვის ოლქში, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ნავთობის ორ საცავში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნავთობბაზაზე რამდენიმე ავზი იწვის.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი „როსრეზერვის“ ქარხანა „ატლასის“ ტერიტორიაზეა.

ამასთან, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონში დრონის თავდასხმა მოხდა. მისი თქმით, წუხელ როსტოვის ოლქში 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია როსტოვის ოლქში მეორე ნავთობბაზაზე თავდასხმის შესახებ. მედია იუწყება, რომ როსტოვში ერთდროულად დაიწვა ორი ნავთობსაცავი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს