ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პარკის კონცეფცია შემუშავდა უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საიდანაც პარკი ორ ჰექტარ მიწაზე გაშენდება. კომპანია პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს. სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი იაპონური არქიტექტურული სტუდია კენგო კუმა არქიტექტს (KKAA), რომელიც სილქ თაუერსის პროექტზე უკვე მუშაობს. ამ ორ კომპანიას ბევრი წარმატებული ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქში. ბათუმსაც შეემატება თანამედროვე, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებით მოწყობილი პარკი, სადაც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დაისვენებენ და ისიამოვნებენ ბათუმის სანაპიროს და ქალაქის სილამაზით. ეს პარკი ქალაქის საკუთრება იქნება და დარწმუნებულები ვართ, ბათუმის ურბანული სივრცის ორგანული ნაწილი გახდება."- ალექსანდრე ტოგონიძე, “ბათუმი რივიერას” დირექტორი.

პარკში შენარჩუნდება არსებული ხეები, დაირგვება მრავალი ახალი სხვადასხვა ჯიშის ხე, ბუჩქი და დეკორატიული მცენარე. ბათუმელებს და პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ პადელის ორი კორტი, სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი ზონები, კომფორტული მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო და ველო-ბილიკები. პარკი ბუნებრივად ინტეგრირდება ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში, როგორც ბათუმის ბულვარის გაგრძელება.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო