პეტრე ცისკარიშვილი - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი „რუსული კანონია”, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება, - შესაბამისი განცხადებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „პოლიტიკოს“ სტატიას ეხმაურება.

ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა: „იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში“.

„ოცნების“ განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული კანონი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ეხმაურება იმ არჩევანსაც, რა არჩევანის წინაშეც ჩვენი ამომრჩევლები დგანან 26 ოქტომბერს. რას ვირჩევთ ჩვენ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

მეტსაც გეტყვით: თუ პიტერ სტანოს [Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი] განცხადების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ “ოცნების" ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის, რასაც მივაღწიეთ დღემდე: კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, საქართველო ამ ნაწილშიც უკან დაიხევს და ესეც არ იქნება - ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რაც აუცილებლად დადგება, თუ "ოცნების" ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, Politico-მ სტატია გამოაქვყნა სახელწოდებით, „ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს, ოპოზიციური პარტიები არ აკრძალოს“.

როგორ Politico-ს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განუცხადა, „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი