ანტონიო გუტერეში ისრაელს დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელს მოუწოდებს, დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციები შეწყვიტოს.

„გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული უახლესი მოვლენებით და მტკიცედ გმობს სიცოცხლის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლის, დაკარგვას“, - აღნიშნულია გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაში.

გუტერეში ისრაელს მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ეს საშიში მოვლენები ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ისედაც ფეთქებადი ვითარებისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმაა. საბოლოოდ, ძალადობას დაასრულებს მხოლოდ ოკუპაციის დასრულება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის დაბრუნება, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.

სტეფან დუჟარიკის მტკიცებით, გაერო გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, რათა შეეცადოს არსებული სიტუაციის დეესკალაციას და ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის იერიშების შედეგად, 11 პალესტინელი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს