უკრაინის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა მოკავშირეებთან დასავლეთ უკრაინის თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“ შექმნას განიხილავს

უკრაინა აგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებთან დასავლეთ უკრაინის თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“ შექმნის შესაძლებლობის შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას წინ უძღოდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მასობრივი საჰაერო თავდასხმა, რისთვისაც რუსეთის ფედერაციამ 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა.

„პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ. მათთან განვიხილეთ გეგმები საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების მიწოდების შესახებ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მათ შორის ორმხრივ ფორმატში, ქვეყნის დასავლეთ ოლქების თავზე „საჰაერო თავდაცვის ფარის“, ეგრეთ წოდებული „უსაფრთხოების სარტყლის“ შექმნის შესახებ“, - აღნიშნა უმეროვმა.

მან მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„უფრო და უფრო მეტი მოკავშირე მხარს უჭერს უკრაინის მიერ თავდაცვის მიზნით შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვების მოხსნას“, - აღნიშნა უმეროვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს