თამარ კორძაია - მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ

მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის სადაო ნორმების განხილვამდე აღნიშნა, სარჩელის ავტორებს აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, ჯერ თავისი პრაქტიკის განმავლობაში არ განუხილავს. დღეს, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მოვხვდებით თუ არა ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში, როგორც არის რუსეთი, ბელარუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, კამბოჯა, უგანდა, ჩინეთი, ინდოეთი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, ჩვენ ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით. მე მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეები არ გაიმეტებენ საკუთარ სამშობლოს იმისათვის, რომ ერთ-ერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა გავხდეთ.

ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას დღეს, 11:00 საათზე დაიწყებს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!