ბექა ლილუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ტელეფონის გზავნილისა და SMS-ის სახით მიიღებს

საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ტელეფონის გზავნილისა და SMS-ის სახით მიიღებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსული კანონის“ შეჩერების უმოკლესი გზა სულ რაღაც ორ თვეზე გადის, რომლის შემდეგაც იქნება არჩევნები და ახალ პარლამენტს შეეძლება, ეს კანონი ძალიან მარტივად გააუქმოს.

„გასაგებია, რომ პროცედურული ნაწილი, რაც გასავლელია, გავლილი უნდა იქნას, თუმცა ისიც გასაგებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ტელეფონის გზავნილისა და SMS-ის სახით მიიღებს. ერთი რამ უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ დღეს “რუსული კანონის” შეჩერების უმოკლესი გზა სულ რაღაც ორ თვეზე გადის, რომლის შემდეგაც იქნება არჩევნები და ახალ პარლამენტს შეეძლება, ეს კანონი ძალიან მარტივად გააუქმოს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ კონცენტრირებული ვიყოთ არჩევნებზე, კამპანიაზე, ეს პროცედურული ნაწილი მოითხოვს, რომ ყურადღება გადატანილი აქვს მედიებსაც.

ოპოზიციასაც ამ საკონსტიტუციო სარჩელზე. მთავარი ყურადღება და აქცენტი არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხებაზე უნდა იყოს და მე ვფიქრობ, რომ აქცენტები ოპოზიციიდანაც, მედიიდანაც უნდა გადავიდეს სწორედ წინასაარჩევნო პროცესებზე იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ყველაზე მოკლე გზით “რუსული კანონის” გაუქმებას არჩევნების გზით”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ლილუაშვილმა განმარტა, რომ ოპოზიციური სპექტრის თუ მედიის აქცენტი სწორედ წინასაარჩევნო პროცესებზე, კამპანიაზე და “ქართული ოცნების” არჩევნების გზით დამარცხებაზე უნდა იყოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი ნაწილი პირდაპირ მიბმულია “ქართულ ოცნებაზე” და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც დაუკვეთავენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული ეს ინსტიტუციები. მე უბრალოდ აქცენტს დროსა და გარემოებაზე ვაკეთებ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, 2 თვეა იქამდე დარჩენილი და ვფიქრობ, ოპოზიციური სპექტრის თუ მედიის აქცენტი სწორედ წინასაარჩევნო პროცესებზე, კამპანიაზე და “ქართული ოცნების” არჩევნების გზით დამარცხებაზე უნდა იყოს, რის შემდგომადაც ძალიან მარტივად შეიძლება იქნეს “რუსული კანონი”,- განაცხადა ლილუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს