„საქსტატი“ - 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა - განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ წინა წლის მაჩვენებელს 6.2%-ით გადააჭარბა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.3 ათასი ერთეული შეადგინა.

სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6.0%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

„2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 722.9 ათასით განისაზღვრა, რაც 7.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 36.2% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.3%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2% თბილისის მაცხოვრებელია, 16.0% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 8.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2024 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.4%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 379.4 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 373.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 264.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 13.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.6%-ით და 155.5 ლარს გაუტოლდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია