ჯოზეფ ბორელი - პროცედურა წამოვიწყე, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვკითხო, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა სანქციების სიაში ზოგიერთი ისრაელელი მინისტრის შეყვანა

პროცედურა წამოვიწყე, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვკითხო, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა სანქციების სიაში ზოგიერთი ისრაელელი მინისტრის შეყვანა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„პროცედურა წამოვიწყე, რათა წევრ ქვეყნებს ვკითხო, მიზანშეწონილად მიაჩნიათ თუ არა სანქციების სიაში ზოგიერთი ისრაელელი მინისტრის შეყვანა, რომლებიც პალესტინელების წინააღმდეგ სიძულვილის შემცველ ისეთ განცხადებებსა და მოწოდებებს აკეთებენ, რაც საერთაშორისო სამართალს აშკარად ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელს კონკრეტული მინისტრების ვინაობა არ დაუსახელებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს